Wednesday, October 28, 2009

პროექტის სახელი: ხუროთმოძღვრული ძეგლები ქართულ ლიტერატურასა და პოეზიაში

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველ მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას, მათ მიერ შექმნილ მნიშვნელოვან და ფასეულ ნაწარმოებებს (ლექსი, პოემა, მოთხრობა, რომანი, თხზულება და სხვა.. ), რომლებშიც ნეხსენები იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ტაძრები.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ქართველ მწერალთა და პოეტთა შემოქმედების ნიმუშებს: ლექსი, პოემა, მოთხრობა, რომანი, თხზულება, რომელშიც გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიულ ძეგლებს, მათ ისტორიასა და დანიშნულებას, ხელოვნების ნიმუშებს, მხატვრობას, ფერწერას, გრაფიკას, ჩუქურთმას, მუსიკას. დაუახლოვდებიან წიგნს, უფრო მეტს წაიკითხავენ, გაეცნობიან კითხვის ხელოვნებას მხატვრულ კონტექსტში, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

მონაწილეთა ასაკი: მესამე საფეხური

ვადები: სასწავლო წლის ნებისმიერი 3 კვირა

სამუშაო ენა: ქართული

პროექტის შესაძლო აქტივობები კლაში: ისტ-ის გამოყენებით მასალის მოძიება. კითხვის შესაძლო აქტივობები: გაცნობითი შესწავლით, ძიებითი, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, თვალსაჩინოებების გამოყენება, ალბომის შექმნა, მცირე ესეზე მუშაობა. ღონისძიებების მოწყობა, პოეზიის საღამო, კონფერენცია.

მოსალოდნელი შედეგები: გაეცნობიან მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას, საქართველოს ისტორიულ წარსულს, სალოცავ ტაძრებს, აიმაღლებენ რწმენის კულტურას, განივითარებენ მხატვრული კითხვის ოსტატობას, წერითი და მეტყველების კულტურას, შეიძენენ კვლევა-ძიების უნარს.შეიცნობენ ქართული სიტყვის ხიბლს, მადლს. გაუღრმავდებათ პატრიოტული გრძნობა, სიამაყე თუ რისი სიმდიდრისა და კულტურის პატრონები ვართ საქართველოში. წაკითხული და ნანახი რეალურად აღიქმება მათ ცნობიერებაში, მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას. გაუჩნდებათ შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების სურვილი. გამოუმუშავდებათ მხატვრული ნაწარმოების ადეკვატური აღქმის, ინტერპრეტირებისა და შეფასების უნარი. მოაწყობენ ექსკურსიებს, შემნიან ვებ-ბლოგებს.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას, გაუჩნდებათ სურვილი თავადაც აწარმოონ ძიება ისტორიულ-ლიტერატურულ ნარკვევებსა და შემოქმედებაზე. გაუჩნდებათ სურვილი მემკვიდრეობითი პატივისცეცმის, რომ ”აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლის”, რომ ”მამულს, ენასა და სარწმუნოებას” მოვლა-პატრონობა და დაცვა სჭირდება.

საგნებთა/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: გაეცნობიან ძეგლთა შექმნის ისტორიას, მათ დანიშნულებეს, გაეცნობიან ძეგლების ადგილმდებარეობას, კლიმატოლოგიური თვალსაზრისით, მოიძიებენ და გაეცნობიან ისტორიული ძეგლების ტოპონომიკას, გაიმდიდრებენ ლექსიკას.

პროექტის ფასილიტატორი: ნელი დვალი

ელ-ფოსტა: n.dvali119@gmail.com

პროექტის ვებგვერდი: www.chemisimdidre.blogspot.com